04:19 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 14:34:15, 513 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი - ობიექტური კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძეს აქვს თბილისელი ამომრჩევლების უდიდესი მხარდაჭერა

„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი კომპანია GORBI-ს მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ კახა კალაძეს თბილისელი ამომრჩევლების უდიდესი მხარდაჭერა აქვს.

მისი განცხადებით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კახა კალაძე მერობის უალტერნატივო კანდიდატია, რაც შეეხება რეიტინგის მაჩვენებლებს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იგი კიდევ უფრო გაიზრდება.

 „კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს აქვს 61%-ზე მეტი რეიტინგი,  ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში, მის საქმიანობას დადებითად  აფასებს გამოკითხულთა 67%. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს უკვე ობიექტური კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძეს აქვს თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერა და იგი პრაქტიკულად, უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატად გვევლინება. ნიშანდობლივია, რომ კახა კალაძეს ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს დღეს, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში. ყველა ლოგიკის მიხედვით, კამპანიის მსვლელობისას აღნიშნული რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კახა კალაძის შტაბის უფროსმა თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელი კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებულ პროექტს განახორციელებს.

„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თბილისელების მხარდაჭერას მთელი ამ ხნის განმავლობაში და დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ, თითოეულ მათგანს. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად კიდევ ერთხელ გავამართლებთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, თავდაუზოგავი და უანგარო შრომით, თბილისელებზე ზრუნვას და ჩვენი ქალაქის განვითარებას გააგრძელებს, რათა დიდი საქმეები, ყველა წამოწყებული მასშტაბური პროექტი გაგრძელდეს და თითოეულ უბანში, თითოეულ ოჯახამდე მივიდეს. დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, კახა კალაძე ჩვენი თბილისელი ამომრჩევლების მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად, გაიმარჯვებს თბილისიც", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics