05:00 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 16:59:49, 593 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დმანისში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე

ბოლო წლების განმავლობაში დმანისში ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ერთგულებისთვის. რომ არა თქვენი ერთგული მხარდაჭერა ჩვენი პარტიისადმი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა 7 არჩევნებში ჩვენი გუნდის ძლიერი, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება. დმანისში ამ ულამაზესი რეგიონის, ულამაზესი ადგილის მოსახლეობას სჭირდება მერი. მერი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემის მოგვარებაზე. დმანისს და დმანისის მოსახლეობას ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მასშტაბით. ამ რეგიონში მაგალითად ძალიან ბევრი სკოლის, ბაღის მშენებლობა დასრულდა, ბევრი გზის, ხიდის მშენებლობა დასრულდა, მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა უნდა გადავიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე. ჩემს წინა გამოსვლაში ვთქვი და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ცალკეული ფრაგმენტული განვითარება არ არის საკმარისი. სწორედ ამ მიზნით, ახლახანს დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, მასშტაბური განვითარების გეგმაზე მუშაობა. ყველა მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურა, გზები, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა- ყველა ამ მიმართულებით ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. დროში გაწერილი კონკრეტული გეგმები გვაქვს დამუშავებული",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics