21:13 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-08 12:28:11, 840 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი- ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლის თავს ეხმაურება. 

"13 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი კონფლიქტი. ეს ასევე აღინიშნა, როგორც პუტინის ომი დემოკრატიასთან. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში, ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას". - დაწერა შაჰინმა ტვიტერზე. 

5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ არ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics