|
2021-08-06 18:32:48, 612 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და დამსაქმებლებს შორის შეხვედრა გაიმართა
აჭარა ჯგუფის ინიციატივით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა "სოციალური დახმარებების მიმღებთა დასაქმების შესაძლებლობები და არსებული მექანიზმები" გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. საინფორმაციო შეხვედრაზე აჭარა ჯგუფის წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ, უახლეს პერიოდში ახალი ობიექტების გახსნის თაობაზე გააჟღერეს ინფორმაცია. საუბრისას ხაზი გაესვა იმ გამოწვევებსაც თუ რის წინაშე დგება კომპანია კადრების მოზიდვის პროცესში, შერჩევისა და შენარჩუნებისას. კომპანიის წარმომადგენლებმა ამომწურავად და სრულყოფილად მიიღეს ინფორმაცია სოციალური დახმარების მიმღები პირების დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და არსებული მექანიზმების შესახებ. ასევე გაეცნენ სახელმწიფოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი ია ფხაკაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ვასაძე და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე. ხოლო აჭარა ჯგუფის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი, იურიდიული მიმართულების დირექტორი ნინო მესხიშვილი, შერჩევისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა კეკუა. მხარეები მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ორმხრივ, აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)