06:56 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 12:39:37, 308 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალური ასისტენტს" შესთავაზებს

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს -  „პერსონალურ ასისტენტს" შესთავაზებს, ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა დღეს, 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

,,ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმოკლეს ვადებში მიწოდებისა და მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევის მიზნით, ბიზნეს სექტორს მომსახურების სრულიად ახალ, მის სჭიროებებზე მორგებულ კონცეფციას შევთავაზებთ. ბიზნეს სექტორს ეყოლება იუსტიციის სისტემაში კარგად გათვითცნობიერებული პირადი მრჩეველი და დამხმარე, რომელიც მის ნაცვლად ყველა საჭირო პროცედურას გაივლის და მომზადებულ დოკუმენტაციას მიაწვდის"- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის შეფასებით, „ხალხის კეთილდღეობას დიდწილად ძლიერად განვითარებული ეკონომიკა განაპირობებს, მატერიალური დოვლათის შემქმნელი ძირითადი ძრავის - ბიზნესის ხელშეწყობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის ბიუჯეტსა და თითოეული მოქალაქის პირად შემოსავალზე".

,,პერსონალური ასისტენტის" უპირატესობა სამართლებრივი კონსულტაციის გაცემის, მომსახურების უზრუნველყოფისა და ოპერაციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობა იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics