|
2021-08-04 12:38:07, 349 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ნარჩენების გატანის ახალი რეჟიმის დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალურ უბნებში საპილოტე ფორმატით დაწყებული პროექტი უკვე მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება. მისი თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე და 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდში გაიტანენ. „ალბათ ახსოვს საზოგადოებას, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს დღესაც. გვინდა, დავიწყოთ, ამ პროექტის თბილისის მასშტაბით განხორციელება. „თბილსერვის ჯგუფი“ მომზადებულია, ავტომობილები, ტექნიკა გადაწყობილია ამ ახალი სისტემისთვის. პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები თბილისის მასშტაბით, საყოფაცხოვრებო ნარჩენს 22:00-დან 06:00 საათამდე გაიტანს, თუმცა არის ქუჩები, რომელიც საჭიროებს ნარჩენების დღის განმავლობაში გატანას. აქაც ისეთი დროა შერჩეული, რომ პიკის საათებს ავცდეთ და ის დისკომფორტი, რაც ამ დროს დედაქალაქში ხდება, მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან. ასეთ ქუჩებში ნარჩენებს 10:30-დან 17:00 საათამდე პერიოდებში გაიტანენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)