07:35 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 17:35:42, 684 ნახვა

საზოგადოება
IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს უმუშევრობაა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო“ 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ ეს უმუშევრობაა, 20% მიიჩნევს, რომ ეს ცხოვრების დონე და მაღალი ფასებია, 8% კი თვლის, რომ სიღარიბე ქვეყნის უპირველესი გამოწვევაა.

რესპონდენტების აზრით, იგივე პრობლემები დგას როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ოჯახების დონეზეც.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ეონომიკური მიმართულება იქნება პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის იმ ორ კომპონენტს შორის, რომელიც სავარაუდოდ განსაზღვრავს ამომრჩევლის არჩევანს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics