|
2021-08-02 15:41:42, 491 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე სოკოს საწარმო „თეთრმა ქუდმა“ საქმიანობა უნდა შეაჩეროს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 ივლისს შპს „თეთრი ქუდის“ კუთვნილი სოკოს საწარმოს დათვალიერება მოახდინეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაირკვა, რომ საწარმო კომპოსტის (ნარჩენის აღდგენა) წარმოების მიზნით საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დათვალიერების შესახებ ინსპექტირების აქტი შეადგინეს და ფოტომასალა გადაიღეს. ვინაიდან გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის პირველი შემთხვევა და მასში სისხლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში გადაიგზავნა. მათივე ინფორმაციით, კომპანიას კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „თეთრმა ქუდმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სოკოს საწარმოში საქმიანობა კომპოსტის წარმოების მიზნით. საქმიანობა უნდა შეჩერდეს, სანამ შპს „თეთრი ქუდი“ არ მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სავალდებულო, შესაბამის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ,,დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო 3 წელში „თეთრ ქუდში“ არაერთი სამართალდარღვევა გამოავლინეს; 2019 წელს „თეთრი ქუდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. დეპარტამენტის მიერ, შპს „თეთრ ქუდზე“ გაიცა ადმინისტრაციული მიწერილობა და მას დაევალა არ განეხორციელებინა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის დაქვემდებარებული საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. ოქმის საფუძველზე კი, 2020 წელს, გარდაბნის მაგისტრმა სასამართლომ „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად სცნო და 7 500 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. 2020 წლის აგვისტოში, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შპს „თეთრი ქუდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ისევ შეადგინეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის მეორე ნაწილით. ოქმის საფუძველზე, რუსთავის სასამართლომ „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად ცნო და განმეორებითი სამართალდარღვევისთვის, 20 ათასი ლარით დააჯარიმა. „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად ცნო თბილისის სააპელაციო სასამართლომაც“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)