08:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 14:57:53, 257 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება "112”-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა

"მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით "112"-ში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე.

დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა.

"მაქსიმალური კოორდინაციისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, "112" და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდა და 2020 წლიდან შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112";
დაინერგა SMS და ვიდეოზარის სერვისი - ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ "112"-ს.
"112"-მა მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი შესთავაზა. მობილური აპლიკაციით შესაძლებელია ჩუმი განგაშის - SOS შეტყობინების გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა.
2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112".
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება "112"-ის მომსახურების დონე და შესაბამისად, შემცირდება რეაგირების დრო. აღნიშნულის განსახორციელებლად იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა.
ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს.
ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება "112"-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics