20:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 11:23:41, 757 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენთვის საყურადღეობა ეპიდვითარება, ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს

ჩვენთვის ძალიან საყურადღეობა ეპიდემიოლოგიური ვითარება, ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილა ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, რაც მისივე თქმით, უპრეცედენტოა.

„ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება, უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმაურად. ჩვენი მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში, ვაქცინაციაა. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ჩავიტაროთ დროულად აცრები.

ჩვენი ქვეყნისთვის სწორი გზაა, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, მაღალი ტემპი, გადახედეთ რეგიონების ქვეყნებს და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის, ეს უპრეცედენტოა. ვფიქრობ, ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ამ სიტუაციიდან გადარჩენის გზა. ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვას და შეზღუდვებს. ამიტომ უნდა ვმართოთ პროცესი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics