2021-07-30 17:10:41, 639 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტამს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
აღნიშნულის შესახებ კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო კამპანიის ლიდერი კი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან