|
2021-07-29 20:45:09, 801 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან ქერობიანს შეხვდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს მათი ცნობი, შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეკონომიკური თანამშრომლობაა. ამასთან საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას, თუმცა ხაზი გაესვა, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული. ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ტრადიციულად, ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობებია. მათ შორის ისეთი ურთიერთობები ეკონომიკაში, რომელიც ორივე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ორივე ქვეყნის ბაზარს მეტ მიმზიდველობას მატებს იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ჩვენ ვართ შედარებით მცირე ბაზრები, მაგრამ ერთობლიობაში რეგიონალურ ჭრილში ვხდებით გაცილებით უფრო მიმზიდველები. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მთელი რიგი საინტერესო ინფრასტრუქტურული, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, სარკინიგზო, ენერგეტიკული პროექტები და ბუნებრივია, შევეხეთ სამომავლო თანამშრომლობას და შემდგომში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ,,მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 332.40 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ამავე პერიოდში საქართველოდან სომხეთში ექსპორტმა 101.1- მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე."- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)