|
2021-07-29 15:47:18, 496 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია- ბოიკოტი იქნება დანებება და ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ
არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი არ იქნება. ბოიკოტი ნიშნავს დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, „ქართული ოცნების“ გუშინდელიმა განცხადებამ აჩვენა რომ მმართველი პარტია პრორუსული და ანტიდასავლური ორიენტაციისა. მისი თქმით არჩევნეების დღე გასაზღვრავს ქართველი ხალის მომავალს. „მეც შევუერთდები იმ ბრძოლის შემართებას რაც მე და ნიკას გვაქვს და კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ გუშინდელი განცხადება იყო გათვლილი ერთადერთი რამეზე რომ გააჩინოს უიმედობის განცდა, უმოქმედობის განცდა ჩვენს მოქალაქებში, რომ არაფერს აზრი არ აქვს და რომ „ ქართუული ოცნება“ არის ყველაფერზე წამსვლელი. ჩვენს სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცი რომ მიშელი შეთანხმებისხელმოწერის პირველი დღიდან „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას ყოველდღიურად არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ოლუზია რომ „ ქართული ოცნება“ პატივს სცემს ან შეთანხმებას ან ჩვენი პარტნიორების ან ოპოზიციის ან საზოგადოების პოზიციაას. ერთადერთი სიახლე რაც ჩვენ ვნახეთ გუშიდინდელ განცხადებაში ეს იყო პირველი მათ არ აწყობთ, მათივე მოგონილი 43 %-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ იმედი რომ ისინი შეძლებენ არა თუ უმრავლესობის, არამედ ამ მ 43% -ის აღებასაც . ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი ეს ციფრები,ისინი მათი მოგონილია . ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე. მეორე რაც ჩვენ გვითხრა „ ქართულმა ოცნებამ „ და 5 ივლისის შემდეგ, ამას მიზანმიმართულად მუდმივად გვავხევენ თავს, ეს იყო ღია განაცხადი პორუსულობაზე და ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ განწყობაზე . თქვეს რომ დასავლეთთან ,ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქის ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნები და არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღეს. შესაბამისად ჩვენ ყველამ, ჩვენ პოლიტიკოსებმა და თქვენ მოქალაქეეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული ,არა არის საქართველო ის ქვეყანა,რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა სადაც ხალხს ურტყამენ,ცემენ და კლავენ ქუჩაში , არ არის საქართველო ის ქვეყაანა სადაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს , არ არის საქართველოი ის ქვეყანა სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების,არ არის საქართველო ის ქვეყანა სადაც ვცხოვრობთ შიშიში,სიძულვილში და ნგრევაში. მე და ნიკა, და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციაში, აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ვართ ამ ბრძოლისთვის, არც კი განვიხილავთ და საერთოდ არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მომართული" - განაცხადა ხოშტარიამ ბრიფინგზე
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)