20:39 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 12:11:32, 929 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - „ნაცმოძრაობამ“ დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესიც კი არ დაიწყო, რითიც „ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება გაუადვილა

„ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია. მათ „ქართულ ოცნებას“ თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს. - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრ ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს.

,,მართალია. სამწუხაროდ, იგივე ითქმის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაზე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე'', რომელმაც 19 აპრილის ერთობლივი შეთანხმებაზე ხელის მოწერის მცდელობა არ ჰქონია. მათ,,ქართულ ოცნებას''  თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს . მართალია, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება''. - წერს ევროპარლამენტარი.

ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს.

,,ქართული ოცნების გადაწყვეტილება გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობისგან პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აინტერესებს - და არა მთელი ქვეყნის. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს.'' - აქვეყნებს რიში სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics