20:39 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 10:17:08, 661 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისშია

ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში იმყოფება. მან საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ,,ქართულმა ოცნებამ'' 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ევროპარლამენტარმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა და  როგორც მმართველი გუნდი, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა.

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას. რაც შეეხება უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“ - აცხადებს კრამონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics