10:50 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 15:52:38, 557 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება

რუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი აბუთიძესა და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.  

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.

„რუსთაველის გამზირზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა, რამაც გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია. უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა. სამუშაოების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ დაზიანება სასმელი წყლის მილზეა, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აქ GWP-ის მილის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიცაა. პირველი რიგის სამუშაოა, რომ კონკრეტულად, ეს დაზიანება აღმოიფხვრას. ამის შემდგომ კი, უკვე პროვაიდერი კომპანიების მიერ თავიანთი ქსელების შემოწმება მოხდება. შესაძლოა, ისინიც იყოს დაზიანებული, თუმცა, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და მოძრაობაც აღდგება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.   

ადგილზე იმყოფება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე, რომლის განცხადებითაც, მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, გვიან ღამით აღუდგება.

„ჩვენი მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. დაზიანების მომენტშივე, დაიკეტა წყალმომარაგების ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამჟამად, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილის დადგება, ასევე, საძიებო და მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ დაზიანების აღმოფხვრა მოხდეს. ეს მაგისტრალური მილსადენი მთაწმინდის რაიონის ნაწილს ამარაგებს. შესაბამისად, დაზიანების აღდგენამდე, აღნიშნულ არეალში წყალმომარაგება შეზღუდული იქნება“, - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელზე დაზიანების შედეგად, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის კვეთაზე, გზის სავალი ნაწილი ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია დაზიანების აღდგენის სამუშაოები. გზის სავალ ნაწილს კომპანია დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ აღადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics