|
2021-07-27 15:13:16, 440 ნახვა
საზოგადოება
პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შშმ პირის უვადოდ დადგენილი სტატუსის დატანა
იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა, მათთვის სახელმწიფო სერვისების გამარტივება და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად, ახალი სერვისი დანერგა - პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი. სიახლე აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.-ამის შესახებ ინფომრაციას იუსტიციის სამინისტროს პრეს სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა შესაძლებელია თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი. მისივე მოთხოვნის საფუძველზე, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით; „ ასევე, თუ მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში დაიტანება. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია, წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და მოწმობაზე კვლავ ასახოს სტატუსის შესახებ ინფორმაცია. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა შესაძლებელი გახდა ცვლილების საფუძველზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ". ნათქვამია განცხადებაში.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)