10:51 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 17:17:29, 778 ნახვა

საზოგადოება
26 მღვდელი, რომელიც 5 ივლისს, ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა - „აი ფაქტის“ გამოძიება

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტი“ 5 ივლისს, ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

„5 ივლისს ჟურნალისტები „ღმერთის სახელით“ სცემეს. ცოდვის და ცოდვილების მკვლელობა ჩვენი ვალიაო, ასე გამოაცხადეს. მღვდლები ძალადობას ჯერ ამბიონიდან აქეზებდნენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ, კიბიდან. ამიტომ, სულაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ რამდენიმე ანაფორიანი “ალტ-ინფოს” მოძალადე ლიდერებსაც უმშვენებდა მხარს, - ნათქვამია „აი ფაქტის“ მიერ გავრცელებულ სტატიაში.

„აი ფაქტი“ ასახელებს 26 სასულიერო პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ან ძალადობისკენ მოუწოდებდნენ რუსთაველის გამზირის მიმდებარედ შეკრებილ საზოგადოებას.ესენია:

1. მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი

2. დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი

3. მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი

4. დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი

5. მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია

6. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა

7. მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

8. მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია

9. მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი

10. მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის მონასტერი

11. დეკანოზი არჩილ დათეშიძე – ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

12. მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი

13. მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები

14. მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია

15. დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები

16. დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი

17. მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი

18. მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი

19. მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

20. მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი

21. მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი

22. მამა ბენიამინ ებრალიძე – ჯიხეთის დედათა მონასტერი

23. დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა

24. მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

25. მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი

26. მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics