2021-07-24 10:42:32, 731 ნახვა
საზოგადოება
„ფაიზერის“ პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეს, 12:00 საათიდან შეეძლებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.
ამასთან, აღნიშნული ვაქცინით აცრას 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები შეძლებენ.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - booking.moh.gov.ge.
ავტორი: ექსპრესნიუსი,