|
2021-07-22 13:02:31, 966 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი დეკანოიძეს - „ნაციონალური მოძრაობის“ კაცები ამ ქალებს წინ რომ გერეკებიან, ეგ არაა დისკრიმინაცია?
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც 18 ივლისს, ქალი დეპუტატების მიმართ ძალის გამოყენებაზე საუბრობდნენ, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ კაცები, რომ ამ ქალების წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?, - ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს. ირაკლი ქადაგიშვილის ამ რეპლიკას წინ ხატია დეკანოიძესა და უმრავლესობის წევრს, შალვა პაპუაშვილს შორის შელაპარაკება უძღოდა. „მამაკაცების ბრბო არის და ქალებს გიშვებენ წინ. ყელში ამომივიდა“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ხატია დეკანოიძეს და ბიუროს სხდომა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, პარლამენტი პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა უნდა გამართულიყო, ხმაური იყო. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს, ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მაგიდადან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ცდილობდა მისვლას, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გაარიდა ადგილს.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)