12:46 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 10:47:43, 610 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტომ სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოაქვეყნა

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით,  დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.- ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’  ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ,  რომლებიც საკუთრებაში, 2021 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადების მიღების მეხუთე ეტაპზე, აპლიკაცია 278-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.  მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ ოჯახს წინასწარი ქულა მიენიჭა.

,,წინასწარი ქულების გამოქვეყნების შემდგომ, 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ქულები გადაფასდა. კორექტირებული სია დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე www.idp.gov.ge გამოქვეყნდა.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. მონიტორინგს  ყველა ის დევნილი ოჯახი დაექვემდებარება, რომელსაც მინიმუმ 1 ქულა აქვს მინიჭებული. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც  დევნილთა  განსახლებასთან ერთად,  მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც   ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი  სახლი აშენდება.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics