00:32 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 11:17:16, 754 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში აუდიო-მუსიკალური საღამო „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის 10-ში,  „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო,  „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

ღონისძიების შინაარსი აგებული იყო თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტზე, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და  ფილმის მუსიკას შეიცავდა. მუსიკა შეასრულეს გიორგი ცაგარელმა, ნიკოლოზ რაჭველმა, ნატო მეტონიძემ, Zagareli & Strings-მა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა. საღამოს საუნდ დიზაინერი იყო ნიკა მაჩაიძე.

საღამოს მოდერატორი იყო ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. სტუმრებმა  ასევე მოისმინეს ვაჟა-ფშაველას შესახებ სხვადასხვა უცნობი ისტორიები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics