00:32 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 22:44:50, 622 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება

ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები" აგვისტოდან ამოქმედდება – ახალი დიზაინის სამარშრუტო ტაქსის ფოტოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებულია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება.

„მობილური იუსტიციის სახლების" პროექტი სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების  საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics