|
2021-07-17 14:27:38, 774 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან ქართველების დეპორტაციას ამზადებს
ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება იმ ქართველების ოჯახებს ადეპორტებს, რომლებიც 90-იან წლებში საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. ამის შესახებ დადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული. როგორც აფხაზეთიდან STV news-is კორესპონდენტი იუწყება, მარიონეტულმა ხელისუფლებამ იმ პირთა სია შეადგინა და განაახლა, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ამიშ შემდეგ კი სწორედ მათი ოჯახები გააფრთხილა და იძულებით გასახლებამდე იმის უფლება მისცა, რომ საკუთარი ნივთების ოჯახიდან გატანის საშუალება მისცა. სხვა გზა არ დაგვრჩენია, უნდა მოვაგროვოთ ის ნივთები, რომელთა გატანასაც შევძლებთ და დავტოვოთ ჩვენი სახლ-კარი. გვითხრეს, რომ ჩვენი ოჯახიდან აფხაზეთის ომში იარაღით ხელში იბრძოდა მამა და ჩემი ძმა. შესაბამისად მათი ახალი გადაწყვეტილების საფუძვლად არც ჩვენ გვაქვს უფლება საკუთარ სახლში ვიცხოვროთ”-აცხადებს თყვარჩელის მკვიდრი ესმა. მ. ამ ეტაპზე იქ მცხოვრებ ქართველებს არ სურთ ქართულ მედიასთან საუბარი,იმედი აქვთ რომ შეძლებენ დარჩენას და შეაცვლევინებენ აფხაზებს ამ მძიმე გადაწყვეტილებას.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)