|
2021-07-17 11:55:04, 823 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ჟურნალისტებს - ამორალურია, თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და მანიპულირება საზოგადოებაზე
ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს არ აისახება კარგად მედია გარემოზე. „მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - ეს არის სააკაშვილი დ მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდ აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს რა თქმა უნდა არ აისახება კარგად მედია გარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყვლაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიან შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო და ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს. „ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილი ჩვენ რეგიონში და ალბათ მსოფლიოშიც, გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ზრდა. მაისში 255-ინი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და მეტი პროექტების განხორციელებას. ბიზნესი არის ოპტიმისტურად განწყობილი, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და ხედავთ, რომ სასტუმროები პრაქტიკულად გადავსებულია. ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ვის სურს ამ პროცესის შეფერხება. ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის მტრებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ იმას, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟი, რაც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)