2021-07-16 20:29:13, 568 ნახვა
საზოგადოება
Facebook-მა „ალტ-ინფოს“ გვერდი ისევ წაშალა
Facebook-მა ჰომოფობიური, ქსენეფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენეების პლატფორმის, „ალტ-ინფოს“ გვერდი ისევ წაშალა.
ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, პირველად სოციალურმა ქსელმა „ალტ-ინფოს“ გვერდი 11 ივლისს წაშალა.
შეგახსენებთ, რომ „ალტ-ინფოს“ წევრები 5-6 ივლისს ძალადობრივი აქციია დააორგანიზეს და მონაწილეობაც მიიღეს.
დღეს დილით კი „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიასა და გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელი სახლები პოლიციამ გაჩხრიკა. ჩხეკის შემდეგ ისინი განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,