00:38 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 17:23:50, 670 ნახვა

საზოგადოება
გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინიტრის მოადგილეს ლარისა პეტასიუკსა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს მარიანა ოლესკივს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მ.შ. თამარ ყორიაული.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სექტორში ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ უკრაინა ტრადიციულად წამყვან პოზიციაზეა საქართველოს ტოპ 10 სტრატეგიულ მიმართულებას შორის - 2019 წელს ის მეექვსე იყო იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. ასევე ითქვა, რომ 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში - 37,763 ვიზიტორი ესტუმრა.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის ტურიზმის სამუშაო ქვეჯგუფის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც სამთავრობო დონეზე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში მხარეთა დაახლოებას და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics