2021-07-15 15:10:53, 714 ნახვა
საზოგადოება
ჩვენ არ გავჩერდებით! - მედიის წარმომადგენლები შსს-თან აქციას მართავენ
ჩვენ არ გავჩერდებით! - შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მედიის წარმომადგენლები მდუმარე აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
ამასთან, მათი მოთხოვნაა დაუყონებლივ დააკავონ და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ ყველა ის მოძალადე, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებში იღებდა მონაწილეობას.
საგამოძიებო უწყების შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,