14:36 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 13:52:02, 1008 ნახვა

საზოგადოება
ვაზის ჯიშების მონაცემთა ბაზის სრულყოფაში საქართველოს ფრანგული მხარე დაეხმარება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისდირექტორი ლევან უჯმაჯურიძე საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციის დირექტორს, სესილი მარშალსშეხვდა.

ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს ჯიღაურას მრავალწლოვანი კლუტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე ვაზის კოლექციები და ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. მხარეებმა მევენახეობის მიმართულებით ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე, ვაზის გენეტიკური რესურსების გაცვლაზე, ერთობლივ კვლევებსა და სპეციალისტების გადამზადებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფრანგული მხარე საქართველოს ვაზის ჯიშების შესახებ მონაცემთა ბაზის სრულყოფაში დაეხმარება. მხარეებმა სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესზეც ისაუბრეს, რომელსაც სახელმწიფო 2016 წლიდან აქტიურად ახორციელებს. მაღალი კატეგორიისსაბაზისო სადედე ნარგაობის მოწყობის მიზნით, ჯიღაურას ბაზაზე 2021 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ეკრანული სათბურები მოეწყო, საიდანაც საკვირტე და საძირე მასალა სანერგე მეურნეობებში სადედეების მოსაწყობად გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ INRAE-ს დაქვემდებარებაში მყოფ ვასალ მონპელიეს ვაზის ბიოლოგიური რესურების ცენტრში, 55 ქვეყნიდან 5000 -მდე ნიმუშია თავმოყრილი; აქედან კულტურული ვაზის 2600-მდე  ჯიში და ველური ვაზის 400-მდე ფორმაა. კოლექციაში  ასევე დაცულია400 საძირე და  ვიტისის გვარის სხვადასხვა სახეობა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტთან (INRAE) თანამშრომლობის მემორანდუმს 2019 წელს მოაწერა ხელი. მემორანდუმი ერთობლივი პროექტების შემუშავებას და უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ ბაზებზე გაშენებული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლას, სპეციალისტების,ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების  ჩატარებას გულისხმობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics