|
2021-07-13 12:21:08, 647 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტაში“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა
„თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის Fayat group-ის წევრი კომპანიების ბომაგის (Bomag), მარინისა (Marini) და ტეკფალტის ( Tekfalt) ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. თეგეტა ჰოლდინგის სათაო ოფისში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართა. საგზაო-სამშენებლო ტექნიკის უახლესი მოდელები თეგეტას პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. გამოფენას თეგეტა ჰოლდინგის ადგილობრივი პარტნიორების გარდა ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალი ბრენდების პორტფელში დამატებით, „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე, გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა-დანადგარს. გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით, კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებს და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომელიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. აღსანიშნავია Bomag-ის საწარმოო ხაზისა და ბაზრის დაფარვის მასშტაბები, კომპანია, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Marini ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა წარმოების ეფექტურობით, რომელიც ხარისხის და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული. “თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი”, ასევე წარმოადგენს Marini-ს შვილობილ საწარმოს, Tekfalt-ს, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: ბიტუმის ემულსიისა და მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოო დანადგარების, ცემენტის მომყრელი დოზატორი ავტოცისტერნების, თერმული ზეთის გამაცხელებელი სისტემისა და ორმოული სამუშაოების ასფალტის მანქანა-დანადგარების წარმოებას. “თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი” მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბრენდების პორტფოლიოს გაზრდით, კომპანია ხელს შეუწყობს საგზაო-სამშენებლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)