15:41 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 12:20:38, 1113 ნახვა

საზოგადოება
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, 42 საინსპექციო კონტროლის შედეგად აღებული 62 ნიმუშიდან არადამაკმაყოფილებლად 6 შეფასდა

მიმდინარე წლის ივნისიდან, ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS" და „Bureau Veritas" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ინსპექტირების ერთი თვის შედეგები გააცნო. ღვინის კომპანიებთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ასოციაციის „ქართული ღვინო" და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

42 საინსპექციო კონტროლის შედეგად აღებული 62 ნიმუშიდან არადამაკმაყოფილებლად 6 ნიმუში შეფასდა; შესაბამისად, აღნიშნულ ღვინოებს უარი ეთქვა ექსპორტზე. 

ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს, რომ ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ქართული ღვინის ხარისხი უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებელი, ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების „SGS" და „Bureau Veritas" ჩართულობა ინსპექტირების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირების პარალელურად, ღვინის ხარისხის კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წლის მეორე კვარტალში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც  საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებულია 200 ნიმუში, რომელთა კვლევა მიმდინარეობს. ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 19 კომპანიაში; აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებს. ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით,  ჩატარდა 68 დეგუსტაცია: 3220 ნიმუშიდან 169 შეფასდა უარყოფითად, 3051 - დადებითად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics