10:39 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 13:37:31, 901 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - ვისაც ძალადობის დანერგვა, არასტაბილურობის შექმნა სურს, კრემლის საქმეს აკეთებს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

კელი დეგნანმა 5 ივლისს განვითარებულ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხი, ვისაც ძალადობის დანერგვა და არასტაბილურობის შექმნა სურთ, კრემლის საქმის კეთებით არიან დაკავებულნი, რათა გამოიწვიონ არასტაბილურობა ქვეყანაში.

„მინდა აღვნიშნო, რამდენად დამწუხრებულები ვართ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. .ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და შოკისმომგვრელი ყველასთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, კოლეგებს და თქვენ, ჟურნალისტებს, ვინც მუშაობდით მასთან ერთად. ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, შეკრეისა და ღირსების მარშის გამართვა ქუჩებში, არსებობს ვალდებულება მოქალაქეების დასაცავად და ვალდებულება, აღიკვეთოს ძალადობა. ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის ამ ტიპის დეზინფორმაციებს. ხალხი, ვისაც ძალადობის დანერგვა და არასტაბილურობის შექმნა სურთ, კრემლის საქმის კეთებით არიან დაკავებული, რათა გამოიწვიონ უთანხმოება და არასტაბილურობა ქვეყანაში. ვფიქრობ, ქართველები გონიერები არიან და მიხვდებიან, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ იხდის ფულს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics