2021-07-11 22:27:38, 543 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან შეკრებილებმა მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად ვადა ხვალ, 12:00 საათამდე მისცეს
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად ვადა ხვალ, 12:00 საათამდე მისცეს.
როგორც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, თუ ღარიბაშვილი თანამდებობას არ დატოვებს, ხვალ, 18:00 საათზე მორიგი აქცია გაიმართება.
„ჩვენ მივეცით ვადა ხელისფულებას ხვალ 12:00 საათამდე, ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია და ეს არის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუსი ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული ხვალ, ვიკრიბებით ისევ აქ 18:00 საათზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,