16:44 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 17:37:26, 927 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები.

„ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა 5-6 ივლისს, ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტურია მათი არაერთი განცხადება, როგორც საკუთარი მედიასაშუალებების, ასევე საჯარო ადგილებში, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მომხრეებს, ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე.

მოვუწოდებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში ასევე არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ ახლა გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას.

ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები და ჩვენ ვნახეთ ადგილზე ეს მოწოდებები და მოვუწოდებ მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ლექსო სწორედ ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics