17:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 13:58:39, 640 ნახვა

საზოგადოება
ISFED-მა ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ'“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

მათივე ცნობით, კონკურსანტები სრულად არ აკმაყოფილებდნენ ორგანიზაციის მოთხოვნებს.

ამასთან, როგორც ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციამ ცესკო-ს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე, მხარი მხოლოდ ორ კანდიდატს - ლელა ტალიურსა და ანა მიქელაძეს დაუჭირა.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორი ვაკანტური პოზიციის გაჩენის შემდეგ, 2021 წლის 29 ივნისს, „'სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ'“ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მოწვევა ჩართულიყო ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში.

ამავე პერიოდში გადადგა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ამავე კომისიას დაევალა თავმჯდომარის კონკურსის შერჩევის ჩატარებაც.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საკონკურსო კომისია მუშაობას შეუდგა 11 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 5 - წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ხოლო 6 წევრი - აკადემიური სფეროსგან.

საკონკურსო კომისიის შექმნისა და მუშაობის მხრივ, აღსანიშნავია რამდენიმე პრობლემა, კერძოდ: წევრები პარიტეტის საფუძველზე არ  იყვნენ შეყვანილი კომისიაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი წევრით იყო წარმოდგენილი, ხოლო სხვა ორგანიზაციები და უნივერსიტეტები თითო წევრით. ჯამში, კი, აკადემიური სფეროს წარმომადგენელთა რაოდენობა აღემატებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წარდგენილ პირთა რაოდენობას. საქართველოს ორგანული კანონი ''საქართველოს საარჩევნო კოდექსი'' არ განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის დებულების ან კრიტერიუმების შემუშავების  ვალდებულებას. კანონით განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების წესი, თუმცა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების საკითხი მოწესრიგებული არ არის.

კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, რისი რეგულირებაც მიზანშეწონილი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობის სპეციფიკისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეზღუდული ვადების გათვალისწინებით. 

საკონკურსო კომისიის შეკრებისთანავე, „სამართლიანმა არჩევნებმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მხარი დაუჭირა კონკურსის ერთ-ერთ ეტაპად გასაუბრების  შემოღებას და, ასევე, მოითხოვა მისი პირდაპირი ტრანსლირება. კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატებთან გასაუბრება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდით, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საჯაროდ გამოქვეყნდა კონკურსანტების სია და ბიოგრაფიები.

ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა 7-8 ივლისს. კომისიის მიერ 8 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არის საჯარო. ასევე, საჯაროა, კონკურსანტების შეფასებასთან დაკავშირებით, ''სამართლიანი არჩევნების'' მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაც. 

''სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება'' კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებდა: პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, აპოლიტიკურობა, პრინციპულობა.

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე, საკონკურსო კომისიამ უმრავლესობით დაუჭირა მხარი ორი კანდიდატის - გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის წარდგენას.

ცესკოს წევრის პოზიციაზე, კომისიამ უმრავლესობით წარადგინა ხუთი კანდიდატი: თამარა სართანია, ლელა ტალიური, ანა მიქელაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

''სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ'' ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არ დაუჭირა კანდიდატის წარდგენას, რადგან არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს. შესაბამისად, ''სამართლიანი არჩევნები'' არ ეთანხმება საკონკურსო კომისიის გადაწვეტილებას და მიაჩნია, რომ ამ არჩევნებისათვის საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა.

''სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ'' მხარი დაუჭირა ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე, მხოლოდ, შემდეგი ორი კანდიდატის წარდგენას: ლელა ტალიური, ანა მიქელაძე. ''სამართლიანმა არჩევნებმა'' თვითაცილება განაცხადა და მონაწილეობა არ მიიღო ერთი კონკურსანტის შეფასებაში, რათა, სამსახურებრივი კავშირის გამო, ეჭვქვეშ არ დამდგარიყო შეფასების ობიექტურობა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics