01:16 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 11:43:08, 566 ნახვა

საზოგადოება
რობაქიძის გამზირზე ავტომობილების სადგომის ნაცვლად სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები რობაქიძის გამზირის N31-ის მიმდებარედ დასრულდა,რომელიც ავტომობილების სადგომად იყო გადაქცეული.

პროექტის ფარგლებში, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირები. სკვერში დაიდგა საპარკე ინვენტარი.

ამასთან, პატარებისთვის განკუთვნილ სივრცეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. სივრცეში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა და დაირგო ხე-მცენარეები.

პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სერვისი 2015“ 40 760 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics