|
2021-07-07 22:15:25, 907 ნახვა
საზოგადოება
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთზე მეწყერი ჩამოვიდა
საავტომობილო მიმოსვლის უახლოეს საათებში აღდგენის მიზნით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთზე, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწის ნაშალისაგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ბეტონის ბლოკებისაგან გზის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილმა მიწის მასამ შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გაატარა მოძრაობის უსაფრთხოების აუცილებელი ღონისძიებები და გზაზე შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო გომი-საჩხერე- ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. გზის გაწმენდის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რის შემდეგაც გაგრძელდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)