|
2021-07-07 13:14:34, 2336 ნახვა
საზოგადოება
მდუმარე აქცია და ძალადობრივი ჯგუფების ხმაურიანი კონტრაქცია - 5-6 ივლისის მოვლენათა ქრონოლოგია
5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ბოლო დღეს, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო, რომლის ჩაშლასაც ძალადობრივი ჯგუფები აანონსებდნენ. ექსტრემისტების გარდა, „ღირსების მარშის“ გაპროტესტებისკენ საზოგადოებას საპატრიარქომაც მოუწოდა. დილიდან რუსთაველის გამზირი სასულიერო პირებმა, მრევლმა და მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დაშალეს საკანონმდებლო ორგანოს წინ განთავსებული კარვები, დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები, დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. აგრესიულად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა მედიის წარმომადგენლებზეც დაიწყეს თავდასხმა. ოფიციალური იფორმაციით, დაშავდა 53 ჟურნალისტი, დაზიანდა მათი ტექნიკა. რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს სამართალდამცველთა განსაკუთრებით მცირე რაოდენობა შეინიშნებოდა. დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა ნათელს ჰფენს, რომ არასაკმარისმა საპოლიციო ძალებმა, ვერ შეძლეს ჰომოფობურ ჯგუფებთან გამკლავება. მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ღირსების მარში“ აღარ ჩატარდებოდა. არაერთი დაშავებული ჟურნალისტის, პოლიციის უმოქმედობისა და „ღირსების მარშის“ ჩაშლის შემდგომ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 6 ივლისს, 20:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან მდუმარე საპროტესტო აქცია გაემართათ, სადაც სოლიდარობას გამოუცხადებდნენ მედიის წარმომადგენლებს და დაგმობდნენ ძალადობას. ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მდუმარე აქციას „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა. პარლამენტთან მოქალაქეების შეკრებამდე მოძალადე ჯგუფებმა ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრება და აქციის დაშლა დაანონსეს. ადგილზე 18:00 საათიდან სამართალდამცველთა მობილიზება შეინიშნებოდა. 20:00 საათზე, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ მდუმარე აქციას სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ. ჰომოფობური და მოძალადე ჯგუფები, რომლებიც ქაშუეთის ეკლესიასთან იყვნენ შეკრებილნი, საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიიდან პოლიციის კორდონითა და ჯებირებით იყვნენ გამიჯნულნი. ისინი აქციის მონაწილეებს ბოთლებსა და კვერცხებს, ასვეე პიროტექნიკას ესროდნენ. ისინი მდუმარე აქციის მონაწილეებს ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მათ არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის ტერიტორიაზე გადმონაცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე 100 ექსტრემისტი დააკავეს. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ძალადობრივ კონტრაქციაზე პოლიციელებიც დაშავდნენ. მდუმარე აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალების უფროსისგან, ვაჟა სირაძისგან სპეცრაზმის გამოყვანას ითხოვდნენ, თუმცა მიუხედავად სპეციალური დანიშნულების რაზმის ტერიტორიაზე ფორმალურად გამოჩენისა, სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ჟურნალისტებსა და აქტივისტებს 9 აპრილის ქუჩიდან დაატოვებინეს, რის შემდეგაც გაირღვა პოლიციის კორდონი. ძალადობრივმა და ჰომოფობურმა ჯგუფებმა კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)