19:53 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 14:28:02, 864 ნახვა

საზოგადოება
GDI და GMC - მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

GDI და GMC ეხმაურებიან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად.

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ მათი მხრიდან ძალადობას და აღშფოთებას გამოხატავენ სახელმწიფოს უმოქმედობის გამო.

„მთელი დღის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფები არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, სჩადიან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს. ისინი არღვევენ ლგბტ+ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ასევე არღვევენ კერძო საკუთრების უფლებას, საფრთხეს უქმნიან სხვათა ჯანმრთელობას, ხელს უშლიან მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას. 

მიუხედავად ჰომოფობიური ჯგუფების ამ ძალადობრივი, აგრესიული და დანაშაულებრივი ქმედებებისა, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის დაცვას. დილიდან, ხელისუფლება ერთ ნაბიჯსაც არ დგამს ძალადობის პრევენციისთვის და შეჩერებისთვის. რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო არ იყო საკმარისი რაოდენობით მობილიზებული პოლიცია, ხოლო ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს ამ დრომდე არ მიუღიათ სათანადო ზომები ხსენებული ჯგუფების შესაკავებლად - პოლიციამ ხელი არ შეუშალა მათ პარლამენტის წინ მდებარე კარვების უკანონოდ დაშლაში, ასევე ვერ დაიცვა მათგან მედიის წარმომადგენლები, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ლგბტ+ თემის წევრებს, არამედ თითოეული ჩვენგანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ზემოაღნიშნული განცხადებები, რომლებიც ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. ხელისუფლების უმოქმედობა და სიძულვილის წახალისება ეწინააღმდეგება მის პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ლგბტ+ თემის წევრების და მათი მხარდამჭერების უსაფრთხოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზაცია. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გასული მიმდინარე ძალადობრივი პროცესები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics