19:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 12:39:55, 323 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებული კაკლის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში იმყოფებოდა, სადაც  სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერეს.

„რეგულარულად დავდივართ რეგიონებში; სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, თითოეულ რეგიონს საკუთარი პოტენციალი აქვს. შიდა ქართლი განსაკუთრებით აღსანიშნავია; ის, კახეთის რეგიონთან ერთად, ერთ-ერთი ლიდერია პროგრამაში „დანერგე მომავალი”. სწორედ პროგრამის მხარდაჭერით გააშენა კომპანიამ „აგროფცა” კაკლის ახალი პლანტაცია. კაკალი პოპულარული კულტურაა, რომელიც, ბოლო წლებია, ინტენსიურად შენდება საქართველოში. „აგროფცას” პლანტაცია საოკუპაციო ხაზთან არის გაშენებული, აქედან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებას მომავალ წლებში და ის ამბიციური მიზანი, რომ მეხილეობის ექსპორტმა ათ წლიან პერსპექტივაში, დაახლეობით, მილიარდი დოლარი შეადგინოს, აბსოლუტურად რეალისტური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის  ბაღი შპს „აგროფცამ“  15 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება  79,000 ლარს აღემატება.

 შპს „აგროფცამ“  სახელმწიფოს მხარდაჭერით კაკლოვანი კულტურების  შემნახველი მეურნეობაც მოაწყო; გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების  თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება 576,000 ლარს აღემატება,  შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა  კი, 890,000 ლარს  აჭარბებს. 

პროგრამით „დანერგე მომავალი“, ქვეყნის მასშტაბით, კაკალის ბაღი 3,231 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 15.7 მილიონ ლარს აჭარბებს; მათ შორის, შიდა ქართლში კაკალი 576 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 2.9 მილიონ ლარზე მეტია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics