2021-07-05 12:22:07, 1015 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ დღევანდელ მარშს ნებისმიერი ფორმით ჩაშლიან
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ დღევანდელი მარშის ჩასაშლელად ფიზიკურ ძალასაც გამოიყენებენ.
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კაბინეტშიც მიადგებიან.
„თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ. შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერსა და ბერზე. ჩვენ, ქართველი ერი და ბერი ნებისმიერი სიბუნძურის პრაიდს ვშლით“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,