01:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 11:23:04, 598 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

„უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი შეხვედრები GIPA-ს სტუდენტებთან. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში გამოცდილი კადრები გვყავდეს გარემოსდაცვითი გამოწვევების გასამკლავებლად. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორებს; ბევრი კურსდამთავრებული არის ჩვენი თანამშრომელი, ბევრი სტუდენტი კი, ჩვენი სტაჟიორი. ქვეყნის გარემოსდაცვითი პრიორიტეტი განისაზღვრა ასოცირების ხელშეკრულებით; ჩვენ ვაუმჯობესებთ გარემოსდაცვით პოლიტიკას, რაც გულისხმობს ახალ რეგულაციებს, ახალ გამოწვევებს; ეს კი ნიშნავს, რომ სამინისტროს სისტემაში, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, გვჭირდება ახალი კომპეტენტური კადრები. მოთხოვნა ამ პროფესიაზე არის კერძო სექტორშიც; კერძო კომპანიები მნიშვნელოვანი დამსაქმებლები იქნებიან, რაც საკმაოდ დიდ პერსპექტივებს გააჩენს GIPA-ს სტუდენტების კარიერულ წინსვლაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეტალებითა და სამომავლოდ არსებული პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. კლიმატის ცვლილებების, წყლის რესურსების, ბიომრავალფეროვნებისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ დასმულ კითხვებზე  ამომწურავი პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.

გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს შეიქმნა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics