|
2021-07-03 10:29:30, 947 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია, გორში, პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ მიმდინარეობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ქ. გორში, პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტები: გორი, ქარელი, ყვარელი და საგარეჯოა. „საპილოტე პროექტის მიზანია მიწის მდგრადი მართვის დანერგვა და შესაძლებლობების გაძლიერება; ასევე, ნიადაგის დეგრადაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება და ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარება, რამაც, თავის მხრივ, საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური კაპიტალის დაცვა უნდა უზრუნველყოს. პროექტში მონაწილეობა 100-მდე ფერმერმა მიიღო. ფერმერებს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით და კავკასიის რეგიონალური განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, უსასყიდლოდ გადაეცათ სხვადასხვა სათესლე მასალა და ნერგები ქარსაფარი ზოლების გასაშენებლად. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ასეთ პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს და მეტი ფერმერი დაინტერესდეს მსგავსი ღონისძიებებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში, 2020 წლის დეკემბერში, 2935 მეტრი ქარსაფარი ზოლი გაშენდა, 6 ფერმერს უსასყიდლოდ გადაეცათ ნერგები და შესაღობი მასალა. 2020 წლის ოქტომბერში, გორში მდებარე 75 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნიადაგის დაუმუშავებლად დაითესა,თესვის ხარჯი სრულად დაფარა პროექტმა. საპილოტე პროექტის განხორციელება 2018 წლის 18 მარტს დაიწყო და 2023 წლის 18 მარტს დასრულდება. პროექტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ; განმახორციელებელი სააგენტოა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი“ (REC Caucasus).
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)