22:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 15:55:31, 1107 ნახვა

საზოგადოება
TDI - პანდემიის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2020-2021 წლების ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, სულ უფრო საგანგაშო ხდება ხელისუფლების დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ.

„ის ღიად და ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ უმცირესობებზე აისახა. შექმნილმა ვითარებამ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის სფეროში არსებული არაერთი სისტემური პრობლემა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, პანდემიის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა.

„რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. დიფერენცირებულ მიდგომას თან ერთვოდა უმაღლესი თანამდებობის პირების დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებები. განსაკუთრებით საგანგაშო იყო პრემიერ გახარიას და ვიცეპრემიერ ცქიტიშვილის დისკრიმინაციული და არასეკულარული განცხადებები, რომლითაც მათ პანდემიის დროს საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიები და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა გაამართლეს.

კვლავინდებურად პრობლემური დარჩა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი და საქმიანობა. სააგენტოს, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების და ზოგადად, პანდემიის პერიოდში, არ გაუკეთებია არცერთი განცხადება და არ მოუმზადებია რაიმე დოკუმენტი/რეკომენდაცია კრიზისულ სიტუაციაში რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics