02:04 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 15:00:13, 965 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის წარმომადგენლებს, ქრისტოფ ლაკრუას და ჯიორჯიო ლოდოს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრები საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში ეწვივნენ.

მათივე ცნობით, მისიის მიზანია დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების და მიღწეული შედეგების შეფასება.

„შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ბოლო წლების განმავლობაში უწყების მიერ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასეს. დელეგაციის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებულ ეფექტიან ზომებს“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics