|
2021-07-01 17:44:43, 473 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვითუზრუნველყოფა მაქსიმალურად გავზარდოთ
„ჩვენ ვისაუბრეთ თვითუზრუნველყოფაზე. სოფლის მეურნეობაში გვაქვს მიმართულებები, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ძირითადი სასურსათო კატეგორიები, ხორცპროდუქტებში, რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ეს არის საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცი. არ ვსაუბრობთ ცხვრის ხორცზე, რამდენადაც ქვეყანაში ცხვრის ხორცის მოხმარება ნაკლებია, თუმცა, საქართველო მნიშვნელოვანი ექსპორტიორია როგორც ცხვრის ხორცის, ისე ცოცხალი ცხვრის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვითუზრუნველყოფა მაქსიმალურად გავზარდოთ. ჩვენ ვაორმაგებთ ხორცის წარმოებას და ვზრდით წარმოებას რძის მიმართულებით, სადაც თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს. დღეისათვის, საქართველო იმპორტულ რძის პროდუქტებზეა დამოკიდებული. 2030 წლიდან, საქართველო გახდება რძის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანაც. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე და ეკონომიკურ მონაცემებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის საექსპორტო მაჩვენებელი. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთლიანი ექსპორტის მნიშვნელოვან წილს წარმოადგენს. საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტების ღირებულებაში, თითქმის 1/3 სოფლის მეურნეობაზე მოდის. ჩვენი ამბიციაა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ნეტო ექსპორტიორი და ამ ამოცანას ჩვენ უახლოესი 2 წლის პერსპექტივაში მივაღწევთ. ამას მოწმობს ის სტატისტიკა და ტენდენციები, რომელიც 2012 წლიდან აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების მიხედვით გვაქვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)