23:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:43:23, 403 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები ითვალისწინებს

„გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება პირველადი წარმოების დასაბინავებლად შესაბამისი გადამმუშავებელი სიმძლავრეები, შემნახველი ინფრატრუქტურა, შესაფუთი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინვესტიციები,  რადგან საქართველოში წარმოებული  პროდუქცია უნდა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი და ისეთი ფორმით მიწოდებული ბაზარზე, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები და თანამედროვე მოთხოვნები ითვალისწინებს“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აგრარული დარგის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყანაში ფუნქციონირებს თანამედროვე მეურნეობები და საწარმოები;  სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია იაფი ფულადი რესურსი, რაც უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას. 

სოფლის მეურნეობის განვითარების  გრძელვადიანი გეგმით, გათვალისწინებულია შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების მეტი მხარდაჭერა; უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგში 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც სახელმწიფოს წილი 700 მილიონზე მეტია. შედეგად, ქვეყანაში კიდევ მეტად გაიზრდება ადგილობრივი წარმოება.

დღეისათვის, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 1,3 მლრდ ლარამდეა, რაც 22-ჯერ აღემატება  2012 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ  საკრედიტო პორტფელს (57 მილიონ ლარს).  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს   პროგრამების ფარგლებში,  შექმნილია/გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics