02:12 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:20:05, 408 ნახვა

საზოგადოება
ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტში ახალი მეტეოსადგური განათავსა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ფოთის პორტის აკვატორიაში განთავსებული ამორტიზებული სახმელეთო მეტეოსადგური ახალი სადგურით ჩაანაცვლა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეტეოსადგური გლობალური ლიდერი კომპანია VAISALA- ს მიერ არის წარმოებული. მგრძნობელობის უმაღლესი ხარისხის მქონე სენსორებით და სპეციალიზირებული პროგრამით უზრუნველყოფილი ახალი მეტეოსადგური ქარის სიჩქარის, ქარის მიმართულების, ჰაერის ტემპერატურის, ნალექიანობის და ტენიანობის შესახებ ზუსტი მონაცემების მოწოდებას ახდენს - აღნიშნული მონაცემები გემებისთვის.ძალიან მნიშვნელოვანია.

საზღვაო ნაოსონობის უსაფრთხოება საქართველოს საზღვაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. საზღვაო მეტეოროლოგია ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ზღვაზე ნაოსნობისთვის რთული (საშიში) მეტეო მდგომარეობის წინასწარ პროგნოზირებას ახორციელებს.

„საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური 24 საათიან რეჟიმში, პერიოდულად ახდენს საზღვაო საქმიანობაში ჩართული ყველა მცურავი საშუალების, ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის ზღვაზე ფაქტიური მეტეოროლოგიური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო სივრცეში საზღვაო საფრთხეებისა და ინციდენტების პრევენციისთვის“,- აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ.

ანალოგიური სადგურების განთავსება ბათუმის პორტსა და საქართველოს სანაპირო ზოლის სხვადასხვა ლოკაციებზე იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics