02:24 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 15:30:32, 542 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უმარტივებს

ხვალიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება, აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად კომპანია „თელმიკო“ მოემსახურება.

იმისათვის რომ გავუმარტივოთ მომხმარებლებს ეს ცვლილება, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის სისტემაში ახალი სერვისი დაემატა - თელმიკოს ელ. ენერგია. მათ ამ ახალ სერვისზე ელექტროენერგიის გადახდის შაბლონები, იგივე აბონენტის ნომრით ავტომატურად გამოუჩნდებათ მობაილ და ინტერნეტბანკის კომუნალური გადახდებში.

მომხმარებლებმა 1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება „თელასის“ სერვისის გამოყენებით უნდა დაფარონ, ხოლო 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღნიშნული ახალი სერვისის საშუალებით უნდა განახორციელონ.

ხოლო მათ, ვისაც ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა ავტომატურ გადარიცხვებში ჰქონდა დამატებული,  თელმიკოს ელ. ენეგრიის გადახდის დავალება ახლიდან უნდა შექმნან არსებული აბონენტის ნომრით.

 „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება  არ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე.  კომპანია “თელმიკოსთან” დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე:  +995 32 5 000 777.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics