20:44 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 13:01:49, 1599 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ მასშტაბურ წვრთნაში Sea Breeze 2021 მონაწილეობს

მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 ოდესაში ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.

სწავლება მასშტაბურია და უკრაინაში რამდენიმე რეგიონს მოიცავს. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ჰერსონის რეგიონში საველე წვრთნებშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მონაწილეობს. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი, ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბშია წარმოდგენილი.

SEA BREEZE 2021-ში ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ორი სადარაჯო ხომალდითაა ჩართული. ხომალდების - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირეს" ეკიპაჟების გარდა მრავალეროვნულ წვრთნებში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მონაწილეობენ. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოფიცრები ოდესაში საზღვაო შტაბშიც არიან წარმოდგენილი.

აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწას, ასევე საზღვაო უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაძლიერებას რეგიონში. წლევანდელი სწავლება ყველაზე მასშტაბურია. სწავლების თეატრი უკრაინის სხვადასხვა რეგიონშია გაშლილი და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000 წარმომადგენელი მონაწილეობს. საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი.

SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. საერთაშორისო წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2001 წლიდან მონაწილეობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics